Lean Leadership and Personal Development

გლობალურ ეკონომიკაში კონკურენციისთვის თითოეულ ადამიანს ესაჭიროება დროის მოთხოვნებთან შესაბამისი და მუდმივად განახლებადი მულტი-ფუნქციური უნარები. ჩვენ მუდმივად უნდა ვიზრუნოთ საკუთარი თავის პიროვნულ განვითარებაზე იმისათვის, რომ აღმოვაჩინოთ და მუდმივად დავხვეწოთ მხოლოდ ჩვენთვის დამახასიათებელი (თანდაყოლილი) უნარები, რომელთა დამსახურებითაც კონკრეტული საქმიანობები ერთდროულად სასიამოვნოცაა ჩვენთვის და ბუნებრივად გვიადვილდება კიდეც მათი კეთება. თუმცა სხვადასხვა ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო, ვერ ვახერხებთ ჩვენი პოტენციალის სრულად რეალიზებას. ამიტომაც უმთავრესია, სწორად აღმოვაჩინოთ ჩვენი უნიკალური უნარები, მუდმივად ვიზრუნოთ ამ მიმართულებით ჩვენს პიროვნულ განვითარებაზე და უნიკალური ღირებულების შექმნით ვემსახუროთ სამყაროს. მხოლოდ ამის წყალობით შევძლებთ ლიდერული პოზიციის დამკვიდრებას კონკრეტული მიმართულებით და გავუძღვებით სხვებსაც საკუთარი უნიკალურობის შესაბამის პიროვნულ განვითარებაში.

25. May. - 05. Jun. 2020

Georgia
Tbilisi

Georgian

800 GEL

Our Training Goals

‘ლიდერობისა და პიროვნული განვითარების ლინ პრაქტიკული ქოუჩინგი’ დაგეხმარებათ:
- განსაზღვროთ, რა მიმართულებით და რატომ გსურთ გაუმჯობესება?
- რეალისტურად შეაფასოთ არსებული მდგომარეობა; (განსაზღვროთ ამ მიმართულებით თქვენი ხელშემწყობი და ხელშემშლელი თვისებები);
- განსაზღვროთ კონკრეტული პრობლემა, რომლის დაძლევაც გსურთ;
- განსაზღვროთ თქვენთვის სასურველი იდეალური მდგომარეობა - გრძელვადიანი მიზანი;
- დაისახოთ თქვენი პიროვნული განვითარების კონკრეტული მიზნები, მათი მიღწევის გზები, გაუმჯობესების ინდიკატორები და დროითი განრიგი;
- პრობლემის ძირეული ანალიზი, პრობლემასა და სასურველ მდგომარეობას შორის არსებული უფსკრულის ცნობიერი და არაცნობიერი მიზეზები;
- პრობლემის გადაჭრის ღონისძიებები - ქცევითი ექსპერიმენტები;
- პიროვნული გაუმჯობესების დღიური პრაქტიკის გეგმა
- პროგრესის გაზომვა, გაუმჯობესება და მართვა (PDCA ციკლით)
KAIZEN™ ™ Lean Management სისტემა დაგეხმარებათ, შეიძინოთ მუდმივი პიროვნული განვითარებისა და ლიდერობისთვის აუცილებელი უნარები, მათ შორის, დაგეგმვა, განხორციელება, შეფასება და გაუმჯობესება, რომელიც საჭიროა ნებისმიერი მიმართულებით უწყვეტი გაუმჯობესებისთვის.

What you learn

- ზოგადი ინფორმაცია KAIZEN™ ™ ლინ მენეჯმენტის შესახებ
- ლინ მენეჯმენტი vs ტრადიციული მენეჯმენტი
- KAIZEN™ ™ ლინ მენეჯმენტის ელემენტები
- პიროვნების ტიპები
- ლინ ლიდერის თვისებები
- პრობლემების სტრუქტურიზებული მართვა
- A3 ფორმა და პიროვნული განვითარების გეგმის შემუშავება
- KATA პროცესი და პიროვნული განვითარების პრაქტიკული ქოუჩინგი

ტრენინგის მონაწილეები თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოებით შეძლებენ, წარმატებით განავითარონ საკუთარი თავი და ასევე დადებითი ზეგავლენა იქონიონ გარშემომყოფების პიროვნულ განვითარებაზეც, მაგ. ოჯახის წევრებზე, მეგობრებსა და თანამშრომლებზე. მონაწილეები ისწავლიან საკუთარი თავის მუდმივად განვითარებას და KAIZEN™ ™ გაუმჯობესების პროცესის წარმატებით შენარჩუნების წესს.

Lean Leadership and Personal Development

800 GEL

(local taxes might apply)

Other Dates of this Training

No Results
arrow up