KAIZEN™ Black Belt Certification

KAIZEN™ შავი ქამრის სასერტიფიკატო კურსი არის 20 საათიანი პროგრამა, რომლის მიზანია ტრენინგის მონაწილეთათვის მუდმივი გაუმჯობესების უნარების ჩამოყალიბება, რომელიც გამოიყენება ორგანიზაციის სტრატეგიული მართვისთვის, ზრდისთვის, პრობლემების ლინ მიდგომებით გადაჭრისთვის, სამუშაო სტანდარტების შემუშავება-დანერგვისათვის, დეფექტების აღრიცხვა-მართვისა და კომანიების მუდმივ სტრატეგიულ განვითარებაზე ზრუნვისთვის. ორგანიზაციები მთელს მსოფლიოში, პრაქტიკულად ყველა სექტორში აგრძელებენ ”Lean” პრინციპების, ინსტრუმენტებისა და მეთოდების დანერგვას, რომელთა მიზანია მომხმარებელთა გრძელვადიანი ღირებულებისა და შესაბამისად, მათი კმაყოფილების მაქსიმალურად გაზრდა, საწარმოო დანაკარგების შემცირების პარალელურად.

01. - 04. Dec. 2020

Georgia
Tbilisi

Georgian

3450 GEL

Our Training Goals

Lean მენეჯმენტის შავი ქამრის სერტიფიცირების პროგრამის უმთავრესი მიზანია, კურსდამთავრებულებმა შეძლონ, გაიუმჯობესონ საკუთარი უნარები შემდეგი მიმართულებებით:
• მონაცემთა შეგროვება და მათი ანალიზის გამოყენება პროცესების გაუმჯობესებაში, მიმდინარე პროცესებისა და რისკების მართვასა და გადაწყვეტილების მიღებაში.
• უმაღლესი მენეჯმენტის ხელშეწყობა Lean–ის დანერგვის სტრატეგიის შემუშავებაში, დაგეგმვასა და შესრულებაში.
• ორგანიზაციაში ე.წ. "Lean აზროვნების" ჩამოყალიბების ხელშეწყობა, მენეჯერებისა და პროექტის გუნდის წევრების გაწვრთნა Lean პრინციპებში, ინსტრუმენტებსა და მეთოდებში.
• Lean მენეჯმენტის ფართო სპექტრის ინსტრუმენტებისა და მეთოდების გამოყენება გაუმჯობესების მრავალკომპონენტიანი პროექტების იდენტიფიცირებაში, დაგეგმვასა და განხორციელებაში.
• Lean ცოდნის, შესაბამისი მეთოდებისა და ინსტრუმენტების გამოყენება იმ ცვლილებების ზეგავლენის სამართავად, რომელიც დაკავშირებულია Lean ტრანსფორმაციასა და მასთან ასოცირებულ გაუმჯობესების პროექტებთან.

შავი ქამრის სერტიფიცირების პროგრამით გათვალისწინებული ცოდნა სასარგებლო იქნება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის კომპანიებისთვის და ფასდაუდებელი გამოცდილება ყველასათვის, ვისაც კარიერული წინსვლა სურს პროცესების გაუმჯობესების მიმართულებით.
პროგრამა ზედმიწევნით შეეფერება მათ, ვინც:
• დასაქმებულია ორგანიზაციაში, სადაც დანერგილია Lean მიდგომები და კანდიდატს სურს, შეიძინოს დამატებითი ცოდნა დაკისრებული როლებისა და პასუხისმგებლობების შესასრულებლად და გუნდის უკეთ მხარდასაჭერად;
• დასაქმებულია ორგანიზაციაში, რომელიც Lean-ს განიხილავს როგორც გაუმჯობესების სტრატეგიას და სურს, შეიძინოს ისეთი ცოდნა და უნარები, რომელიც მოამზადებს მას Lean ტრანსფორმაციისთვის;
• ეძებს ახალ კარიერულ შესაძლებლობებს და აცნობიერებს, რომ Lean უნარები და კომპეტენციები მნიშვნელოვანი დამატებაა მისი არსებული განათლების, ცოდნისა და გამოცდილებისათვის.

What you learn

Lean მენეჯმენტის შავი ქამრის სერტიფიცირების პროგრამა მოიცავს შემდეგ ძირითად თემებს:

- კომპანიის არსებული მდგომარეობის შეფასება
- კომპანიის კორპორატიული ღირებულებების გარდაქმნა სტრატეგიაში
- ბაზარზე პოზიციეონირება
- Hansei სტრატეგია
- მონაცემთა ანალიზი
- ძირითადი გამოწვევების იდენტიფიკაცია
- გარდამტეხი ღონისძიებების ჩამოყალიბება
- VOC მნიშვნელობა და Value Innovation
- სტრატეგიული მიზნების განსაზღვრა
- სტრატეგიული სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება
- Hoshin Kanri
- სტრატეგიული KPI-ები და Bowling Chart
- გეგმის მიყოლა და მისი კონტროლის მექანიზმები
- ლიდერის როლი
- LSW - ლიდერის სტანდარტული სამუშაო

KAIZEN™ Black Belt Certification

3450 GEL

(local taxes might apply)

Other Dates of this Training

No Results
arrow up